Thumbnail

ხელბურთი | უიმედო მარცხი ფინეთში - ნაკრები შესარჩევ რაუნდში ვერ მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფინეთი 37:21 საქართველო
  • ქართველი ხელბურთელები შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდნენ

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთთან დაპირისპირების მე-2 მატჩი დიდი ანგარიშით წააგო და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მიღმა დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ხელბურთელებმა კვალიფიკაციის მეორე ეტაპის პირველი საპლეიოფი შეხვედრა თბილისში ფრედ (24:24) დაასრულეს, ფინეთის ქალაქ რიიჰიმიაკის “კოქს არენაზე” კი მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს - 21:37 (12:14).

სერბი მწვრთნელის ნიკოლა მაქსიმოვიჩის მიერ გაწვრთნილი ქართველები მე-2 ტაიმის დასაწყისში მხოლოდ 1 ბურთით აგებდნენ (14:15), რის შემდეგაც 10 (!) უპასუხო გოლი გაუშვეს და თამაშიც აქ მორჩა.

საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მე-2 ტაიმი 9:23 წააგო, რაც მეტოქის დონის გათვალისწინებით, ძალიან ცუდი შედეგია. სტუმართა რიგებში საუკეთესოები თეიმურაზ ორჯონიკიძე და გიორგი ცხოვრებაძე იყვნენ, რომელთაც 7-7 გოლი გაიტანეს, ირაკლი ჩიქოვანმა 4 ბურთი შეაგდო, გიორგი დიხამინჯიამ - 2, რევაზ ჭანტურიამ კი - 1.

ამგვარად, ფინეთი გავიდა ევროპირველობის მთავარ შესარჩევ რაუნდში, სადაც 32 ნაკრები ითამაშებს. ისინი 8 ჯგუფში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ, ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფების 2-2 საუკეთესო და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი ანუ 32-დან 20 ნაკრები გავა. ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის იანვარში უნგრეთსა და სლოვაკეთში ჩატარდება.

Suomi murskaa Georgian 37-21 (14-12) ja jatkaa matkaa syksyllä jatkuvan EM2022-karsinnan seuraavaan vaiheeseen. Maalintekijät kuvassa. #finnhandball #käsipallo

Posted by Suomen Käsipalloliitto on კვირა, 19 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები