Thumbnail

ზამთრის თასი 2020 | მძიმე გამარჯვება თურქეთთან - საქართველო ფინალშია

ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირზე საქართველოს ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში ჯერ უეფას მოუგეს 5:2, შემდეგ კი ფიფას 5:3 და ნახევარფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც თურქეთს დაუპირისპირდნენ.

საქართველო-თურქეთის შეხვედრა უფრო დაძაბული გამოდგა, ვიდრე სანახაობრივი და გულშემატკივარმაც მხოლოდ 3 გოლი იხილა. ანგარიში ალექსანდრე ამისულაშვილმა პენალტით გახსნა. მეორე ტაიმში თურქები გააქტიურდნენ და გაათანაბრეს. მატჩის დასრულებამდე 3 წუთიც არ იყო დარჩენილი, როდესაც ოთარ მარცვალაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები ფინალში გავიდა, სადაც უკრაინას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები