Thumbnail

ზამთრის თასი 2020 | ცქიტიშვილის ჩხუბი და იაშვილის ბრწყინვალე ჯარიმა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 5:3 ფიფა
  • გოლები: იაშვილი (2), ამისულაშვილი (2), მარცვალაძე

ბათუმში მიმდინარე ზამთრის თასის ლეგენდების ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ორივე თამაში მოიგო, პირველ ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი ფიფას გუნდთან გამართა და 5:3 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფიფამ 3:2 მოიგო და მთლიანობაში, მასპინძლებისთვის რთული მატჩი იყო. საქართველოს ნაკრების რიგებში ერთი გოლი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა, დუბლი კი ალექსანდრე იაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა შეასრულეს.

📺 ალექსანდრე იაშვილის გოლი 

საქართველო 5-3 ფიფას ლეგენდები

⚽️🇬🇪 საქართველო 5-3 ფიფას ლეგენდები #ზამთრისთასი2020

Posted by Georgian Football Federation on კვირა, 19 იანვარი, 2020

საქართველოს ნაკრების და ფიფას გუნდის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. ერთ ეპიზოდში, ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნეს და საქმე ცქიტიშვილისა და კაცურანისის ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთლები მალევე დამშვიდნენ. წინ ნახევარფინალური მატჩებია: საქართველო თურქეთს შეხვდება, უკრაინა კი უეფას.

📺 უსიამოვნო ინციდენტი საქართველო-ფიფას შეხვედრაში

 

კომენტარები

ბოლო ამბები