Thumbnail
  • ნაპოლიში ჯენარო გატუზომ ვერაფერი შეცვალა
  • სამხრეთიტალიური კლუბი ყველაფერს აგებს

ნაპოლის კრიზისი კარლო ანჩელოტის ბრალი არ იყო და ეს ამ უიქენდზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. მას მერე, რაც ნეაპოლელებმა მწვრთნელი შეცვალეს და ანჩელოტის ნაცვლად ჯენარო გატუზო დაინიშნა, 5 კვირა გავიდა და ნაპოლის კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. მე-20 ტურის მატჩში ნაპოლი ფიორენტინასთან 0:2 დამარცხდა და ეს ნეაპოლელთა ზედიზედ მე-3 წაგებაა, საკუთარ მოედანზე კი - ზედიზედ მე-4!

“თავის გასამართლებელ საბუთებს არ ვეძებ, რადგან პირველ რიგში მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ფაქტია, რომ ჩვენი გუნდის კრიზისმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. არაფერი არ გამოდის, ეს გუნდი უბრალოდ ავადაა,” - განაცხადა 42 წლის ჯენარომ, რომლის ხელმძღვანელობითაც ნაპოლიმ 5 თამაშიდან 4 წააგო და მხოლოდ 1 მოიგო.

“მიუხედავად იმისა, რომ ჯენარო გატუზო ძალიან მშრომელია, მან ვერ შეძლო და გუნდში უკეთესობისკენ ვერაფერი შეცვალა. ამ გუნდს უბრალოდ არაფერი გამოსდის,” - წერს ‘გაძეტა დელო სპორტი’.

📺 ვიდეო: ნაპოლი 0:2 ფიორენტინა 

გამოკითხვა

ვინ გახდება სერია A-ს ბომბარდირი?

  • ჩირო იმობილე
  • რომელუ ლუკაკუ
  • კრიშტიანო რონალდო
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები