Thumbnail

ზამთრის თასი 2020 | 67 წლის ალენ ჟირესის გოლი - უეფამ ფიფას მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • უეფა 6:4 ფიფა
  • კარაგუნისმა და აჩიმოვიჩმა 3-3 გოლი გაიტანეს

2020 წლის ზამთრის თასი ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტრადიციულად, ყველაზე დიდ ინტერესს ლეგენდების ტურნირი იწვევს. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ასპარეზობს, სადაც უეფას და ფიფას გუნდებს უწევს კონკურენციას. ქართველმა ფეხბურთლებმა პირველი მატჩი უეფას 5:2 მოუგეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში უეფა და ფიფა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გუნდებში სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ეპოქების ცნობილი ფეხბურთლები ასპარეზობენ, მათ შორის ყველაზე დიდი ყურადღება კი მაინც ალენ ჟირესმა მიიპყრო. 67 წლის ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა უეფას გუნდში შესანიშნავად ითამაშა. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფიფას გოლიც გაუტანა, უეფამ კი მატჩი 6:4 მოიგო. ასევე აღვნიშნოთ, რომ ფიფას გუნდში საუკეთესო კარაგუნისი იყო, უეფაში კი აჩიმოვიჩი. ორივემ სამ-სამი გოლი გაიტანეს.

ალენ ჟირესის გოლი ზამთრის თასზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები