Thumbnail

ზამთრის თასი 2020 | იაშვილს ვერ აჩერებენ! საქართველომ 5:2 მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველო 5:2 უეფა
  • გოლები: სირაძე, რევაზიშვილი, დემეტრაძე, იაშვილი (2) 

2020 წლის ზამთრის თასი ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. 19 იანვარი ლეგენდების ტურნირის დღეა. ჩემპიონატში სულ 6 გუნდი მონაწილეობს: A ჯგუფში ესპანეთის, უკრაინის და თურქეთის ნაკრები გუნდები ასპარეზობენ, B ჯგუფში კი საქართველოს ნაკრებს უეფას და ფიფას გუნდები უწევენ კონკურენციას. გუნდები ვეტერანი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა უეფას გუნდთან გამართა და 5:2 გაიმარჯვა. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ თამაში ქართველი ფეხბურთლების სრული უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები დავით სირაძემ, გიორგი რევაზიშვილმა, გიორგი დემეტრაძემ და ალექსანდრე იაშვილმა (2) გაიტანეს. ჯგუფის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ფიფასთან გამართავს, მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველო 5-2 უეფა

⚽️🇬🇪 საქართველო 5-2 უეფა #ზამთრისთასი2020

Posted by Georgian Football Federation on კვირა, 19 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები