Thumbnail

ტოჩინოშინის მე-5 წაგება - ქართველ სუმოისტს რთული მისია ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 32 წლის ტოჩინოშინმა იაპონელთან ოშიდაშით წააგო
  • ქართველის მორიგი მეტოქე მონღოლი ვეტერანი იქნება

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა 2020 წლის პირველ სუპერტურნირზე, სადაც დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მე-8 ორთაბრძოლა ჩაატარა და მე-5 მარცხი განიცადა.

📺 ტოჩინოშინი - ტაკანოშო 

დღეს, ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო იყო, რომელსაც ჩვენებური კარიერაში პირველად გაეჯიბრა და სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მიაღწია.

პირველი მიძალება ქართველის იყო, თუმცა, იაპონელი მაგრად დადგა, საპასუხო იერიში წამოიწყო და ჩვენებური დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა.

ამგვარად, ქართველ სუმოისტს ჰაცუ ბაშოზე 3 მოგება და 5 წაგება მოუგროვდა და დადებითი ბალანსისთვის (კაჩი-კოში) დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან ხუთის მოგება სჭირდება, რაც ძალიან რთული საქმე იქნება.

ტოჩინოშინს მომდევნო შერკინება აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ტამავაშისთან ელის. ლევანი მონღოლ ვეტერანს (35 წლის) კარიერაში უკვე 30-ედ შეხვდება, ამჟამად კი, მას 18:11-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები