Thumbnail

I’M IN BABY! კონორმა 40 წამში მოიგო და დაბრუნება ნოკაუტით აღნიშნა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრძოლა 40 წამში დასრულდა!
  • კონორმა ამ ტექნიკური ნოკაუტით ახალი რეკორდი დაამყარა...

UFC 246-ე ბრძოლის ღამეს კონორ მაკგრეგორი ნევადაში MMA-ს ლეგენდას - დონალდ 'კოვბოი' სერონეს დაუპირისპირდა და ბრძოლა 40 წამში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

"ისტორია დავწერე" - უთხრა ჯო როგანს კონორმა ბრძოლის შემდეგ და მართლაც ასეა, მაკგრეოგრი გახდა პირველი მებრძოლი UFC-ის ისტორიაში, რომელმაც ნოკაუტით გამარჯვება მოიპოვა ბუმბულისწონაში, მსუბუქ წონაში და საშუალო-მსუბუქ წონაში.

"ჩემი სახელი ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა, ირლანდიელი ხალხისთვის და დედაჩემსითვის, რომელიც სახლში მელოდება!" - დაამატა კონორმა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიელმა ბრძოლაში გარდატეხის შეტანა თავში ფეხის დარტყმით, ე.წ. 'ჰედქიქით' შეიტანა.

"'ჰედქიქით' მოვუგე ბრძოლა კაცს, რომელიც 'ჰედქიქის' მასტერია და რომელსაც 'ჰედქიქით' ალბათ ყველაზე მეტი ნოკაუტი აქვს დაფიქსირებული" - ამბობდა მაკგრეგორი, რომელსაც მსუბუქი-მძიმე წონის დივიზიონი ძალიან მოსწონს და იქვე ხორხე მასვიდალი - კამარუ უსმანიც გამოიწვია.

დონალდმა, რომელიც ოქტგაონზე კიდ როკის კოვბოის თანხლებით გამოვიდა ბრძოლა შეაფასა "ჯერ მხარი, შემდეგ ფეხი თავში... 'ასე სწრაფად?' გავიფიქრე. დიდი მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს, ბრძოლას განვაგრძობ, ეს ჩემი სამყაროა."

კომენტარები

ბოლო ამბები