Thumbnail
  • ბათუმში 2020 წლის ზამთრის თასის გათამაშება დაიწყო
  • 15-წლამდელთა ფინალი - დინამო თბილისი V სფფ აკადემია (რუსთავი)

ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის მატჩებით გაიხსნა. 18 იანვარს, ბათუმის ახალ სპორტის სპორტის სასახლეში ჯგუფური და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართა.

A ჯგუფში პირველ ადგილზე დინამო თბილისი გავიდა. თბილისელებმა ჯგუფში გამართული სამივე მატჩი მოიგეს. დინამოელებთან ერთად ნახევარფინალში თამაშის უფლება სფფ-ის რუსთავის აკადემიის 15-წლამდე გუნდმა მოიპოვა.

15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის B ჯგუფში პირველ ადგილზე თბილისის საბურთალო გავიდა, ხოლო მეორეზე - სფფ-ის ზუგდიდის აკადემიის 15-წლამდე გუნდი.

🏆 2020 წლის ზამთრის თასი 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირით გაიხსნა. 📋 ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ "ა" ჯგუფიდან...

Posted by Georgian Football Federation on შაბათი, 18 იანვარი, 2020

ზამთრის თასის 2020-ის 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დინამო თბილისი და სფფ აკადემია ზუგდიდი დაუპირისპირდნენ. დინამომ მატჩი 9:2 მოიგო.

შეჯიბრის ისტორიაში ფინალში პირველად იასპარეზებს სფფ-ის აკადემიის გუნდი. აკადემიელები ნახევარფინალურ ეტაპზე საბურთალოს დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით - 4:2 დაამარცხეს მეტოქე.

ტურნირის გადამწყვერი მატჩი ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში 19 იანვარს 18:20 საათზე დაიწყება. 

🏆 2020 წლის ზამთრის თასი 15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ფინალში სფფ-ის რუსთავის აკადემია და თბილისის "დინამო"...

Posted by Georgian Football Federation on შაბათი, 18 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები