Thumbnail

ისტორიული მატჩი - ეიბარმა ატლეტიკოს ლა ლიგაში პირველად მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეიბარი 2:0 ატლეტიკო
  • ბასკებმა მადრიდელებთან ნანატრი გამარჯვება იზეიმეს

ეიბარმა ლა ლიგის მე-20 ტურში მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და მეტოქის დამარცხება ლა ლიგის ისტორიაში პირველად მოახერხა - 2:0.

📺 ეიბარი - ატლეტიკო 2:0 (მიმოხილვა)

ანგარიში მე-10 წუთზე ესტებან ბურგოსმა გახსნა. არგენტინელი მცველისთვის ეს შეხვედრა ეიბარის რიგებში სადებიუტო იყო და მნიშვნელოვანი გოლითაც გამოირჩა. მასპინძლებმა მოგება 90-ე წუთზე გაინაღდეს, როდესაც ედუ ესპოზიტომ იან ობლაკი კიდევ ერთხელ დაამწუხრა.

ეიბარი ლა ლიგაში ზედიზედ მე-6 სეზონს თამაშობს და აქამდე ატლეტიკოსთან გამართულ 11 მატჩში 9 წაგება და 2 ფრე ჰქონდა დაფიქსირებული. ამდენად, ბასკებმა ლა ლიგის მე-20 ტურში ისტორიული გამარჯვება იზეიმეს.

საინტერესოა, რომ ეიბარს ლა ლიგის კიდევ ერთი მადრიდული გრანდი - რეალი 3:0 ჰყავთ დამარცხებული.

კომენტარები

ბოლო ამბები