Thumbnail
  • 20 იანვარი: საქართველო V რუსეთი
  • გამარჯვების შემთხვევაში, ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს შეხვდება

გადაწყვეტილია - 20 იანვარს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში, რომელიც ფაქტოვრივად 1/8 ფინალია, რუსეთის წყალბურთელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჩვენი გუნდი, რომელიც დღეს იტალიის ნაკრებთან დამარცხდა, D ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში B ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდა. მას მერე, რაც სერბეთმა 11:4 დაამარცხა ჰოლანდია (არადა, მესამე მეოთხედში 4:4 იყო), მეორე ადგილი რუსეთის ნაკრებს დარჩა.

რუსეთთან გამარჯვების შემთხვევაში, რევაზ ჩომახიძის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო წაგების შემთხვევაში მე-9 ადგილისთვის იბრძოლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები