Thumbnail
  • აუგსბურგი 3:5 დორტმუნდი
  • ნორვეგიელს ჰეთ თრიკის შესასრულებლად 20 წუთი ეყო

"WWK არენაზე" გერმანულ ბუნდესლიგაში ერლინგ ჰაალანდის დებიუტი შედგა დორტმუნდის რიგებში. ნორვეგიელი ტალანტი მოედანზე 56-ე წუთზე გავიდა, როცა აუგსბურგი ბორუსიას 3:1-ს უგებდა, თუმცა დებიუტანტმა ჰეთ თრიკი შეასრულა და გუნდს 5:3 მოაგებინა. 

იმისთვის, რომ მას ჰეთ თრიკი შეესრულებინა მატჩში ბურთთან მხოლოდ 10 შეხება დასჭირდა. ამ სეზონში ეს ჰაალანდის მე-5 ჰეთ თრიკია (4 ზალცბურგის რიგებში). აღსანიშნავია, რომ ბოლოს დორტმუნდის ფეხბურთელებიდან შეცვლაზე ჰეთ თრიკი პაკო ალკასერმა გააკეთა და მაშინაც აუგსბურგის წინააღმდეგ.

ერლინგ ჰაალანდი ბუნდესლიგის მე-7 ფეხბურთელია, ვინც დებიუტი ჰეთ თრიკით აღნიშნა. ბოლოს ეს პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეძლო.

ერლინგ ჰაალანდის გარდა დორტმუნდელებისგან გოლები იულიან ბრანდტმა და ჯეიდონ სანჩომ გაიტანეს. ინგლისელისთვის ეს მე-9 გოლია ბოლო 9 მატჩში. 

კომენტარები

ბოლო ამბები