Thumbnail
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რჩეულები გამოავლინა
  • ექვსივე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი წლის სპორტსმენად დასახელდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ  2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა. საქართველოს ოლიმპიურ სახეობებში 6 მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავდა. მათ 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. საუკეთესოები 11 ნომინაციაში დაასახელეს.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსივე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი დასახელდა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი: ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე.

2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთის ეროვნული გუნდი.

2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – ნონა გაფრინდაშვილი.

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური.

2019 წლის საუკეთესო რეგიონი – აჭარა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი.

2019 წლის საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია.

2019 წლის საუკეთესო ნაკრები ინდივიდუალურ სახეობებში – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

2019 წლის საუკეთესო წლის საუკეთესო ფედერაცია – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი.

2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე – თათია დარსაველიძე.

2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი და რევაზ ჩიკოიძე.

2019 წლის აღმოჩენა – მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი.

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე.

2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი.

საუკუნის მოვლენა ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე.

წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება #LIVE

წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება #LIVE

Posted by პირველი არხი on შაბათი, 18 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები