Thumbnail

გეიმერმა მულტიფლეიერის სათამაშოდ აეროპორტის ერთ-ერთი ეკრანი 'დაჰაკა'

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • გეიმერმა აეროპორტის რუკა გათიშა და მონიტორს playstation 4 მიუერთა
  • ამერიკელს ცნობილი მულტიფლეიერი Apex Legends-ის თამაში სურდა

აეროპორტის უსაფრთხოების გავლა ყოველთვის სტრესული გამოცდილებაა და ყველა თავისებურად ცდილობს, ფრენის მოლოდინში დრო სასიამოვნოდ გაატაროს. შეერთებულ შტატებში, პორტლენდის საერთაშორისო აეროპორტში, ერთ-ერთმა მგზავრმა, ორიგინალურად გადაწყვიტა სტრესის მოხსნა. მან აეროპორტის ერთ-ერთი ეკრანი 'დაჰაკა' და საკუთარი PlayStation 4 მიუერთა, პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერი Apex Legends დიდ ეკრანზე რომ ეთამაშა. იმ დროისათვის, ეს ეკრანი მგზავრებს აეროპორტის რუკას უჩვენებდა.

პორტლლენდის საერთაშორისო აეროპორტის წარმომადგენლის, კამა სიმონდსი განცხადებით, ასეთი 'შეტევა' უსაფრთხოების პროტოკოლში გათვლილი არ იყო, რადგან მსგავსი რამ ადრე არასოდეს შემთხვევიათ.

''რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნო ინციდენტია,'' განაცხადა ჟურნალ The Oregonian-თან ინტერვიუში კამა სიმონდსმა. ''ინფორმაცია, რომელსაც ეს მონიტორი აჩვენებდა, მგზავრებისთვის მნიშვნელოვანი იყო. მსგავსი რამ ადრე არასოდეს მომხდარა.''

აეროპორტის დაბნეული წარმომადგენლები გეიმერთან მივიდნენ და სთხოვეს, PlayStation გაეთიშა. სიმონდსის განცხადებით, გეიმერმა უპასუხათ, რომ მონიტორს აუცილებლად დაუბრუნებდათ, თუ ''ამ მატჩის დამთავრებას დააცდიდნენ.''

მოხერხებული გეიმერი პორტლენდის აეროპორტში

სამწუხაროდ, კრეატიულ გეიმერს მატჩის დამთავრება არ აცადეს. 

''ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად თავაზიანები ვყოფილიყავით ამ ადამიანის მიმართ,'' აღნიშნა სიმონდსმა. ''თუმცა, ზღვარი ყველაფერს აქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგიერთი რამის გაკეთება აეროპორტში, უბრალოდ, არ შეიძლება.''

კომენტარები

ბოლო ამბები