Thumbnail
  • ვილიანს ჩელსისთნ კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება
  • ტოტენჰემის გარდა, ბრაზილიელით სხვა კლუბებიც ინტერესდებიან

ვილიანს 2020 წლის ზაფხულში ლონდონის ჩელსისთან კონტრაქტის ვადა ეწურება და შეეძლება გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. ბრაზილიელი ფეხბურთელით არაერთი გუნდი ინტერესდება.

ვილიანის შეძენა რამდენიმე კლუბს სურს

31 წლის ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ტოტენჰემი იჩენს. "დეზებს" სურთ, შური იძიონ და ჩელსის ვილიანი უფასოდ წაართვან. საქმე იმაშია, რომ 7 წლის წინ, 2013 წელს, ვილიანი მახაჭყალის ანჟიში თამაშობდა და მაშინ მისით ტოტენჰემი და ჩელსი ერთდროულად ინტერესდებოდნენ. შემტევმა "არისტოკრატები" აირჩია და მათ რიგებში 30 მილიონ ფუნტად გადავიდა. ტოტენჰემს კი სურს ამჯერად ფეხბურთელი უფასოდ დაიმატოს.

გარდა ტოტენჰემისა, ვილიანით იუვენტუსი, ბარსელონა და მილანი ინტერესდებიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფავორიტი სწორედ ლონდონური კლუბია.

ჩელსის მთავარ მწვრთნელს ფრენკ ლამპარდს მისი გუნდში დარჩენა სურს. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ბრაზილიელს უკვე შესთავაზა 1-წლიანი ახალი კონტრაქტი, თუმცა თავად ფეხბურთელი უარზეა, რადგან მას 2-წლიანი ხელშეკრულება სურს.

ვილიანმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 21 შეხვედრა გამართა, სადაც თავი 4 გატანილი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა.

კომენტარები

ბოლო ამბები