Thumbnail

კვირას კონორი ოქტაგონზე ბრუნდება, სადაც ლეგენდარული კოვბოის დამარცხება მოუწევს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 19 იანვარი |⌚ 08:20 |👊 კონორ მაკგრეგორი V დონალდ სერონე
  • „თქვენ წინ კონორი დგას და ფიქრობთ, რომ ჭიდაობა არ იცის?!“

კონორ მაკგრეგორი კვირას ოქტაგონს უბრუნდება, ირლანდიელ MMA-ის ვარსკვლავს ნევადაში კოვბოი სერონეს დამარცხება მოუწევს.

ბრძოლისთვის, რომელიც კოვბოის MMA კარიერაში 51-ე იქნება, კონორი მინიმუმ 3 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო დონალდ სერონეს მხოლოდ 200,000 შეხვდება.

სერონემ ბოლო ორი ბრძოლა წააგო, თუმცა MMA-ს ლეგენდა მსუბუქი დივიზიონის პირველ ნომერთან - ტონი ფერგიუსონთან და მესამე ნომერთან - ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.

რეიტინგით მეხუთე დონალდს UFC-ის სახელით 23 მოგება აქვს რაც ორგანიზაციის რეკორდია. ამავე დღეს ენტონი პეტისი კარლოს დიეგო ფერეირას დაუპირისპირდება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სერონე ბრძოლის წარმართვას ჯიუ ჯიცუს გამოყენებით ეცდება, რასაც ამერიკელმა უპასუხა...

„თქვენ წინაში დგას კონორ მაკგრეგორი, 2 წონაში ქამრის მფლობელი და ფიქრობთ, რომ ჭიდაობა არ იცის?! უბრალოდ სულელები ხართ.“ - ამბობდა კოვბოი.

სერონეზე კონორმაც ისაუბრა „მომწონს დონალდი, როგორც პიროვნება, როგორც მებრძოლი... კარგი კაცია და იმედია კვირას კარგი საღამო იქნება.“

კომენტარები

ბოლო ამბები