Thumbnail
  • ნახევარმცველს ტოტენჰემთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში გასდის
  • დანიელით სერია A-ს გუნდი ინტერესდება

ქრისტიან ერიქსენს ლონდონის ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. თითქმის გადაწყვეტილია, რომ იგი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს და გუნდს დატოვებს.

27 წლის ფეხბურთელით გასულ ზაფხულს ბევრი გუნდი ინტერესდებოდა. განსაკუთრებულ ყურადღებას მადრიდის რეალი იჩენდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა და დანიელი ტოტენჰემში დარჩა.

ერიქსენი ტოტენჰემთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

ბოლო ინფორმაციით, ნახევარმცველი შეძენა მილანის ინტერს სურს. სახელდება თანხაც, რომლის გადახდაც იტალიურ კლუბს მოუწევს - 17 მილიონი ფუნტი. ერიქსენი ინტერში გადასვალთან ძალიან აძლოსაა.

მილანური კლუბი კრისტიანს ხელფასის სახით წელიწადში 7.5 მილიონ ფუნტს სთავაზობს. კონტრაქტის მიხედვით, ნახევარმცველს ინტერში დარჩენა 2025 წლამდე მოუწევს.

კრისტიან ერიქსენმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.   

კომენტარები

ბოლო ამბები