Thumbnail

ჰაცუ ბაშო | ტოჩინოშინის მესამე მოგება ტაკარაფუჯისთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰაცუ ბაშოზე მე-7 დღის ორთაბრძოლები გაიმართა
  • ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯისთან ჰატაკიკომით მოიგო

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე წლის სასტარტო სუპერტურნირზე მესამე ბრძოლა მოიგო.

ქართველი სეკიტორი, რომელიც დასავლეთის მე-6 მაეგაშირაა, ასევე მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და ჰატაკიკომით მოუგო. ბრძოლის დაწყების შემდეგ, ლევანი გვერდზე გადგა და მეტოქეს წაქცევაში დაეხმარა.

გორგაძის ბალანსი უარყოფითია - 3 მოგება და 4 მარცხი. ტოჩინოშინის მეტოქე მე-8 საჭიდაო დღეს მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები