Thumbnail

'ბედნიერი ვარ, რომ ნერაძურის ოჯახს შევუერთდი' - იანგი ინტერში წარადგინეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი კარიერას იტალიაში გააგრძელებს
  • ეშლი მანჩესტერ იუნაიტედს ემოციური პოსტით დაემშვიდობა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა კაპიტანმა ეშლი იანგმა ინტერში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 18-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ინტერის ისტორიაში მესამე ინგლისელი ფეხბურთელია.

''აქ ყოფნა ფანტასტიკური გრძნობაა. ბედნიერი ვარ, რომ "ნერაძურის" ოჯახის წევრი გავხდი. პოლ ინსი ლეგენდაა და ბედნიერი ვიქნები, თუ მის ნაკვალევს გავყვები. მინდა, რომ ქომაგებს ვუთხრა, კლუბის მიზნებს აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა ინტერის არხთან ეშლი იანგმა.

ეშლი იანგმა მანჩესტერ იუნაიტედსა და მის ქომაგებსაც მიმართა:

"თქვენ შანსი მომეცით, რომ ლეგენდებთან მეთამაშა. მომეგო ტიტულები, მემუშავა ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელთან და ვყოფილიყავი თქვენი კაპიტანი. მადლობა იმისთვის, რომ 8 წელიწადზე მეტი თქვენი ისტორიის ნაწილი ვიყავი".

კომენტარები

ბოლო ამბები