Thumbnail

The Japan Times: გაგამარუსა და ტოჩინოშინის წასვლის დროც მოდის

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გაგამარუს კარიერა დასასრულს მიუახლოვდა
  • ტოჩინოშინს ტოკიოს ოლიმპიადისთვის ელიტაში ყოფნა სურს

ჰაცუ ბაშოს ფავორიტებს და ზოგადად 2020 წელს სუმოისტთა პერსპექტივებს The Japan Times-მა ანალიტიკური სტატია მიუღძვნა. 

სტატიაში ერთი მონაკვეთი მთლიანად ქართველ სუმოისტებს ტოჩინოშინსა (ლევან გორგაძე) და თეიმურაზ ჯუღელს (გაგამარუ) ეძღვნებათ:

"საქართველო პროფესიულ სუმოში 2001 წლიდან არის წარმოდგენილი, მაგრამ თითქმის ორი დეკადის გასვლის შემდეგ, ეს ყველაფერი შესაძლოა, დასრულდეს. 2020-წელს კავკასიელმა რიკიშებმა შესაძლოა, კარიერა დაასრულონ.

The Japan Times ქართველ სუმოისტებზე

"ტოჩინოშინი და გაგამარუ, ორივე 32-32 წლისაა, თუმცა პირველ მათგანს უფრო შეუძლია მაღალ დონეზე კიდევ ასპარეზობა. მაგრამ ოძეკის ტიტულის დაბრუნებაზე აღარ მიდის საუბარი. მეტიც, ის სულ უფრო ხშირად საუბრობს სუმოს შემდეგ ცხოვრებაზე თავის სამშობლოში, ეს კი მკვეთრი ნიშანია, რომ ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს. 

გაგამარუ კი ბოლო დეკადაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა რეიტინგში და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ თბილისელმა სუმოისტმა იმ დივიზიონებში იჭიდავოს, სადაც ჰონორარები საერთოდ არ არის. თუ უცბათ ვერ დაბრუნდება ჯურიოში, გაგამარუ, ჩვენი აზრით, მავაშის კედელზე ჩამოკიდებს".

შეგახსენებთ, რომ გაგამარუმ ორი მარცხის შემდეგ (ტრავმის გამო) ჰაცუ ბაშო მიატოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას 0-7 ბალანსი დაუფიქსირდება და მაკუშიტას დივიზიონში (სადაც ახლა მე-9 ნომერია) ძალიან დაბალ საფეხურზე ჩავა. ასე რომ, კარიერის დასრულება მართლაც მოსალოდნელია.

ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირაა და ჯერჯერობით 2-4 ბალანსი აქვს. მისი მთავარი მისია დადებითი ბალანსის მიღწევა იქნება. დიდი ალბათობით, ტოჩინოშინი ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ დაასრულებს სუმოისტის კარიერას. 

კომენტარები

ბოლო ამბები