Thumbnail
  • კვიპროსში მსაჯის მოკვლა სურდათ
  • ფეხბურთის ასოციაციამ ტური გაურკვეველი ვადით გადადო

19 იანვარს თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ომონიას უნდა სტუმრებოდა, თუმცა ქართველთა გუნდის თამაში გადაიდო, გადაიდო მთელი ტურიც, მიზეზი კი ტერორისტული აქტია... ერთ-ერთი მსაჯის მიმართ. 33 წლის კვიპროსელი არბიტრი სიკვდილს გადაურჩა, რადგან მის მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი მაშინ აფეთქდა, როცა ის მანქანაში არ იმყოფებოდა.

ამის გამო კვიპროსის მსაჯთა ასოციაციამ გაფიცვა მოაწყო, ფეხბურთის ასოციაციას კი სხვა გზა არ ჰქონდა, ყველა თამაში გადაიდო. შეგახსენებთ, რომ კვიპროსის პირველ დივიზიონს ქეცბაიას ანორთოსისი 36 ქულით ლიდერობს. გუნდში საქართველოს ნაკრების 4 ფეხბურთელი თამაშობს: გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა. მე-11 ადგილზე მყოფ პარალიმნიში კი ირაკლი მაისურაძე თამაშობს. არც მისი გუნდის თამაში გაიმართება პარალიმნისთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები