Thumbnail
  • ცსკა 94:90 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია: 12 ქულა და 5 პასი

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა და ოთხი ქულის სხვაობით დამარცხდა - 90:94.

ქართველთა გუნდმა ბოლო მეოთხედში ცადა მესამეში მიღწებული ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუმცა, თითქოს, თანაბარი ანგარიშის მიუხედავად, ცსკა-ს გამარჯვება საჭოჭმანო არც ბოლოს ყოფილა. 

ჯენინგიცა და შენგელიაც ბასკონიას სასტარტო ხუთეულში იყვნენ. ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა 32:17 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 5 პასი და თითო ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. უცნაურია, მაგრამ თოკოს მოხსნა არ ჰქონია.

ჯენინგსა და მის თანაგუნდელებს მაიკ ჯეიმსის შეჩერება გაუჭირდათ

12 ქულა ჩააგდო მეტ ჯენინგმაც, ამისთვის მას 28:12 წუთი იკმარა. მეტის ანგარიშზე თითო მოხსნა, პასი და ჩაჭრაა. ცსკა-ს ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკ ჯეიმსმა 33 ქულა მიითვალა. 

ბასკონია 20 თამაშიდან 7 მოგებითა ცა 13 მარცხით (ბოლო სამი მატჩი წააგო) მე-14 პოზიციაზეა და პლეი ოფის ზონას უკვე 3 გამარჯვებით ჩამორჩება. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ასე რომ, ბასკებს ამ ჩამორჩენის "ამოქაჩვა" შეუძლიათ. ბასკონია ზედიზედ მესამედ ხვდება რუსულ კლუბს, ამჯერად, ვიტორიაში ხიმკის უმასპინძლებს, რომელიც უშუალო კონკურენტია. რაც შეეხება მოსკოვის ცსკა-ს 14 მოგებით რუსული გრანდი მე-4 ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები