Thumbnail
  • ფრანგულმა გამოცემა France Football-მა პარი სენ ჟერმენის ათწლეულის გუნდი გამოარჩია
  • პარიზელთა ათწლეულის გუნდში მხოლოდ ერთი ფრანგი ფეხბურთელი მოხვდა

ფრანგულმა გამოცემა France Football-მა გასული ათწლეული შეაჯამა და პარი სენ ჟერმენის საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. პარიზელებმა ბოლო 10 წელში 23 ტიტული მოიგეს: ლიგა ერთის ჩემპიონობა 6-ჯერ იზეიმეს, საფრანგეთის თასი 5-ჯერ მოიგეს, ლიგის თასიც 5-ჯერ და 7-ჯერ სუპერთასი.

პარიზელთა ათწლეულის საუკეთესო თერთმეტეულში მხოლოდ ერთი ფრანგი ფეხბურთელი მოხვდა - ბლეზ მატუიდი. პარიზელებს ყველაზე მეტი წარმომადგენელი, 3-3 ფეხბურთელი, ბრაზილიიდან და იტალიიდან ჰყავთ.

პსჟ-ს დეკადის გუნდი: სალვატორე სირიგუ - მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ტიაგო მოტა, მარკო ვერატი, ბლეზ მატუიდი, ანხელ დი მარია - კილიან მბაპე, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი

კომენტარები

ბოლო ამბები