Thumbnail

საბა ლობჟანიძის წლის პირველი გოლი - ჯერჯერობით ისევ რანდერსში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რანდერსმა ქვედალიგელ ფრედერასიასთან ამხანაგურად ითამაშა - 2:2
  • მატჩში საბოლოო ანგარიში 25 წლის ქართველმა გარემარბმა დააფიქსირა

საბა ლობჟანიძის რანდერსმა წლის პირველი მატჩი გამართა - ამხანაგურად დანიის პირველი ლიგის ფრედერასიასთან ითამაშა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, საბოლოო ანგარიში კი რანდერსის 25 წლის ქართველმა გარემარბმა დააფიქსირა.

საბამ მატჩის მეორე ტაიმში ითამაშა, გოლი კი 77-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ რანდერსი ქვედალიგელთან ორჯერ აგებდა.

საბა ლობჟანიძე რანდერსის დატოვებასთან ახლოსაა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, მისი დამატებით კი, გავრცელებული ინფორმაციით, ბრონდბიუა დაინტერესებული. საბას გადაბირების მსურველთა შორის თურქული რისეზოსპორიც სახელდებოდა.

საბას გუნდი ზამთრის პაუზის პერიორში კიდევ სამი საკონტროლო მატჩის ჩატარებას აპირებს, ჩემპიონატს კი 16 თებერვალს, ორჰუსთან სტუმრად გასამართი შეხვედრით განაახლებს.

საბა ლობჟანიძემ დანიის სუპერლიგის 2019/20 წლების სეზონის 15 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.

დანიის სუპერლიგაში გასული 20 ტურის შემდეგ, რანდერსს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები