Thumbnail

ქართული წყვილის გამარჯვება დუბაიში – წინ ერთეულთა ფინალია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თამარ გაგოშიძემა და ნინო ნაცვლიშვილმა მხოლოდ 1 სეტი წააგეს
  • ქართველი ჩოგბურთელის გარეშე ხვალინდელი ფინალიც არ ჩაივლის

16 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა თამარ გაგოშიძემ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ზედიზედ მე-2 იუნიორთა ტურნირზე იმარჯვა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას თამარმა ფუჯაირაჰში ერთეულთა შეჯიბრი მოიგო, ამჯერად კი, 17 წლის ნინო ნაცვლიშვილთან ერთად, პირველობა არავის დაუთმო დუბაის ტურნირის წყვილთა თანრიგში.

გაგოშიძესა და ნაცვლიშვილს პირველი განთესვა გააჩნდათ და ფინალამდე ისე მივიდნენ, სეტიც არ წაუგიათ, იქ კი, მე-2 რეიტინგით მოთამაშე ფრანგულ დუეტს (ევა ელბაზი-მაელი მონფილსი) 6:4, 2:6, 10:5 სძლიეს.

სხვათა შორის, ხვალ დუბაის ტურნირზე ერთეულთა ფინალი შედგება და მისი ერთ-ერთი მონაწილე ნაცვლიშვილი იქნება.

მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხ მეტოქეს ისე აჯობა, რომ მათთვის სეტიც არ დაუთმია, გადამწყვეტი ორთაბრძოლა კი კანადელ ლეენა ბენეტოსთან (მე-8) ელის.

საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალში მე-2 განთესვის მქონე გაგოშიძეს 2:6, 6:2, 7:6 (7:2) მოუგო, ამდენად, ნინოს თანამემამულის ნაცვლად, რევანშის საშუალება ექნება.

კომენტარები

ბოლო ამბები