Thumbnail

კიევის დინამო ლუკა ლოჩოშვილს დაშორდა - 21 წლის მცველი თავისუფალი აგენტია

  • ლუკა ლოჩოშვილს კიევის დინამოსთან ხელშეკრულება აღარ აკავშირებს 
  • საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ახალი კლუბის ძიებიაშია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კიევის დინამოს აღარ ეკუთვნის. როგორც დინამოს ოფიციალური საიტი იუწყება, უკრაინულ კლუბსა და 21 წლის ქართველ ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება ვადამდე გაწყდა - ახლა ლოჩოშვილი თავისუფალი აგენტია.

ლუკა ლოჩოშვილი დინამო თბილისის აღზრდილია, კიევის დინამოში კი 2017 წლის ზაფხულში, 19 წლის ასაკში გადაბარგდა, თუმცა უკრაინულ გუნდში არასდროს უთამაშია. ლუკა იჯარით ჯერ დინამო თბილისში დაბრუნდა, შარშან თებერვალში კი სლოვაკურ ჟილინაში აღმოჩნდა, მაგრამ დამკვიდრება ვერც იქ შეძლო - ქართველმა მცველმა ჟილინას მთავარ გუნდში სულ 3 მატჩში ითამაშა.

ლუკა ლოჩოშვილს კიევის დინამოსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ლუკა კარიერას.

21 წლის ცენტრალურ მცველს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები