Thumbnail

ლორისი ბრუნდება - ფრანგმა მეკარემ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • 33 წლის გოლკიპერი გასული წლის ოქტომბერში დაშავდა
  • უგო ლორისის მოედანზე გამოჩენას თებერვალში ელიან

უგო ლორისმა 5 ოქტომბერს ბრაიტონის წინააღმდეგ წაგებულ (0:3) შეხვედრაში იდაყვი დაიზიანა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. თავდაპირველი ცნობებით, ფრანგი მოედანს სეზონის ბოლომდე ვერ დაუბრუნდებოდა, თუმცა თავად მეკარე ამბობდა, რომ მისი მიზანი იანვარში დაბრუნება იყო. 

ლორისმა მძიმე ტრავმა ბრაიტონთან მატჩში მიიღო

ასეც მოხდა. 33 წლის ფეხბურთელმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშა. დიდი ალბათობით, ლორისი თვის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში შეძლებს მოედანზე გასვლას და “დეზების” კარის დაცვას.

ფრანგმა მეკარემ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოასწრო, ერთში კი კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები