Thumbnail
  • საქართველოს კაცთა ნაკრები სრულადაა დაკომპლექტებული
  • საფრანგეთის დედაქალაქი ტურნირს 8-9 თებერვალს უმასპინძლებს

ცნობილი გახდა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 8-9 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დაგეგმილ გრანდ სლემზე წარსდგება.

წინასწარი ინფორმაციით, პრესტიჟულ ტურნირში 121 ქვეყნის წარმომადგენელი 792 ძიუდოისტი (469 კაცი+323 ქალი) ჩაებმება.

თუკი არაფერი შეიცვალა, საქართველოს კაცთა ნაკრებს შვიდივე წონით კატეგორიაში 2-2 წარმომადგენელი ეყოლება, ქალთა გუნდში კი 5 ძიუდოისტია.

შეგახსენებთ, რომ პარიზის გრანდ სლემის შარშანდელ გათამაშებაში საქართველოს 11 წარმომადგენელი (მხოლოდ ვაჟები) ჰყავდა, რომელთა აქტივშიც 4 მედალი იყო.

ტურნირის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) გახდა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, თემურ ნოზაძე (60 კგ.) და ლაშა შავდათუაშვილი კი (73 კგ.) ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

კაცები:

60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ჯაბა პაპინაშვილი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ. – ფრიდონ გიგანი, თორნიკე გვიჭიანი
81 კგ. – ვლადიმერ ახალკაცი, გიორგი კაციაშვილი
90 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე
+100 კგ. – გელა ზაალიშვილი, ლევან მატიაშვილი

ქალები:

52 კგ. – მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი
70 კგ. – მარიამ ჭანტურია
+78 კგ. – სოფიო სომხიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები