Thumbnail

სკამების მონტაჟი დასრულდა – ბათუმის სტადიონის ახალი სახე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ახალი სტადიონი 20 000 ათას მაყურებელს დაიტევს
  • მისი გახსნა წინასწარ ვადაზე ადრე იგეგმება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ინდივიდუალური სკამების მონტაჟი დასრულდა. შპს სტადიონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სკამები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული და მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

შეგახსენებთ, რომ მანამდე მოედანზე მწვანე საფარი დაიგო, უკვე დამონტაჟებულია გახმოვანებისა და განათების სისტემებიც.

შეგახსენებთ, რომ რომ ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, არსებული ტემპიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ეს გაცილებით ადრე, გაზაფხულზევე მოხდება.

უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა

კომენტარები

ბოლო ამბები