Thumbnail
  • 25 წლის ფეხბურთელს მოურინიო პირადად ესაუბრა
  • ტოტენჰემის გარდა, კანსელოს გადაბირება ბარსელონასაც სურს

გასულ ზაფხულს ჟოაო კანსელო იუვენტუსიდან მანჩესტერ სიტიში 60 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. პორტუგალიელი ინგლისურ კლუბში ცუდად გამოიყურება და შესაძლოა, გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

El Desmarque-ის ინფორმაციით, ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 25 წლის ფეხბურთელს პირადად ესაუბრა. პორტუგალიელ სპეციალისტს თანამემამულის გუნდში ხილვა და დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.

კანსელომ მანჩესტერ სიტიში ფეხი ვერ მოიკიდა

ცნობილია ისიც, რომ ლონდელთა გარდა, ჟოაოს გადაბირებით ბარსელონაცაა დაინტერესებული. კატალონიური გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის აზრით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ძირითადში ნელსონ სემედუ იქნება, კანსელომ კი ის უნდა შეცვალოს. 

პორტუგალიელ ლეგიონერს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი სამი სეზონის განმავლობაში ვალენსიას ღირსებას იცავდა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჟოაოს 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც თავი ვერაფრით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები