Thumbnail

კვიპროსის სასტუმროში, სადაც ჯიმი ტაბიძის გუნდი ცხოვრობს, ხანძარი გაჩნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უფა 23 წლის ქართველ მცველთან ერთად ზამთრის შეკრებაზე კვიპროსში იმყოფება
  • სასტუმროში, სადაც რუსული გუნდი ცხოვრობს, მოკლე ჩართვამ ხანძარი გამოიწვია
  • დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

კვიპროსის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც საქართველოს ნაკრების მცველის ჯიმი ტაბიძის გუნდი უფა დაბანაკდა, ხანძარი გაჩნდა. 23 წლის ქართველი მცველი გუნდთან ერთად კვიპროსში, ზამთრის შეკრებაზე იმყოფება.

როგორც Pro Sport Story ინსტაგრამზე იუწყება, შენობაში ხანძარი სავარაუდოდ, საუნაში მომხდარმა მოკლე ჩართვამ გამოიწვია. არიან თუ არა დაზარალებულები და რამდენად დიდია მიყენებული ზარალი, უცნობია.

შემთხვევის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან რუსული კლუბის ოფიციალური საიტი და სოციალური მედიის გვერდები.

უფა კვიპროსულ შეკრებაზე 12 იანვრიდან იმყოფება. გუნდი საკურორტო ქალაქ აია-ნაპაშია დაბანაკებული და იქ ორი საკონტროლო მატჩის ჩატარებას გეგმავს - 18 იანვარს უნგრულ უიპეშტთან, 26 იანვარს კი პოლონურ შლიონსკთან.

ქართველი მცველი უფასთან ერთად კვიპროსში იმყოფება

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 19 ტურის შემდეგ, უფას 25 ქულა აქვს და სატურნირო ცხრიულში მე-7 ადგილზეა. უფელები ჩემპიონატს 1-ელ მარტს, სტუმრად კრასნოდართან შეხვედრით განაახლებენ.

ჯიმი ტაბიძე უფას ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგის 15 მატჩში ითამაშა და თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. მის ანგარიშზე ასევე ერთი ავტოგოლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები