Thumbnail

29 ქართველი მოჭიდავე საფრანგეთში – მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონებიც არიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ნაკრების წევრები ძალებს გრან პრიზე სცდიან
  • პრესტიჟული ტურნირი 18-19 იანვარს გახლავთ დაგეგმილი

18-19 იანვარს, საფრანგეთის ქალაქი ნიცა ანრი დელანის სახელობის 46-ე საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით წარსდგება.

საფრანგეთში სულ 29 ქართველ ფალავანს ვიხილავთ, მათ შორის კი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძეც არიან, რომლებიც ძალებს ოლიმპიურ წონით კატეგორიებში მოსინჯავენ.

სულ, შეჯიბრში 22 ქვეყნის წარმომადგენელი 250-მდე მოჭიდავე ჩაებმება, სხვა სახელოვანი ფალავნებიდან კი ოლიმპიური (2016), მსოფლიოს სამგზის (2014, 2015, 2017) და ევროპის ოთხგზის (2012, 2013, 2014, 2018) ჩემპიონი არტურ ალეკსანიანი (სომხეთი) უნდა გამოვარჩიოთ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები:

55 კგ. – ზურაბ მაჭარაშვილი
60 კგ. – ამირან შავაძე, ნუგზარ წურწუმია, გიზო მელაძე, დათო ჩხარტიშვილი, ირაკლი ძიმისტარიშვილი
63 კგ. – ლერი აბულაძე, ქერიმ მაჩალიკაშვილი, ლევან ქავჟარაძე
67 კგ. – რამაზ ზოიძე, შმაგი ბოლქვაძე, გიორგი შოთაძე
72 კგ. – იური ლომაძე, ოთარ აბულაძე, ნიკოლოზ ჭიკაიძე
77 კგ. – ბექა მამუკაშვილი, გიორგი ფოცხვერაშვილი, გელა ბოლქვაძე, დემურ ქავთარაძე, დავით სოლოღაშვილი
87 კგ. – რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე, შალვა ხაჩიძე, თორნიკე ძამაშვილი, გურამ ხეცურიანი
97 კგ. – რევაზ ნადარეიშვილი, ვალერიან მურვანიძე
130 კგ. – ლევან არაბული, გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები

ბოლო ამბები