Thumbnail
  • რაგბის კავშირის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის პრესკონფერენცია
  • მიხეილ ხარატმა მედიასთან რაგბი ევროპის მოახლოებულ მატჩებზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალ სეზონს პირველ თებერვალს, რუმინეთის ნაკრებთან შეხვედრით დაიწყებს. ტრადიციულად, ''ბორჯღალოსნები'' რაგბი ევროპაზე ხუთ მატჩს გამართავენ და მორიგი ტიტულის მოსაგებად იბრძოლებენ.

რაგბის კავშირის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ხარატმა ტურნირის დაწყების წინ პრესკონფერენცია გამართა და საქართველო-რუსეთის მატჩის ჩატარების ადგილზე გაამახვილა ყურადღება.

მიხეილ ხარატი: "რუსეთთან თამაშისთვის სტადიონს ვარჩევთ. ქართველი ერისთვის ბელორუსებთან მატჩი (ევრო 2020-ის პლეი ოფის 1/2-ფინალი) უმნიშვნელოვანესია. თუ საქართველოს და რუსეთის მატჩი სტადიონის საფარს ზიანს მიაყენებს, შევთანხმდებით, რომ რუსეთთან მატჩი ''დინამო არენაზე'' არ შედგეს.

თუ ორი კვირის განმავლობაში სტადიონის მოწესრიგება ვერ მოხერხდება, ვეცდებით, რომ ალტერნატიული არენა მოვძებნოთ.

რუმინეთთან მატჩამდე საფრანგეთში 3-დღიანი შეკრება გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასთან კონტაქტი ჯერ არ გვქონია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში სტადიონს აუცილებლად შევცვლით. ოღონდ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ და ავჭალაში თამაშისთვისაც მზად ვართ.

Posted by Georgian Rugby on ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები