Thumbnail

მე-4 წაგება ტოკიოში – ტოჩინოშინი ლიდერს ვერ გაუმკლავდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-6 ორთაბრძოლა გამართა და მიმდინარე შეჯიბრზე დაუმარცხებელ იაპონელ სეკიტორ შოდაისთან წააგო.

📺 ტოჩინოშინი - შოდაი

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, 28 წლის შოდაის კი დასავლეთისვე მე-4 მაეგაშირას სტატუსი გააჩნია, თუმცა, ჩინებულ ფორმაში იმყოფება და შემთხვევითი არაა, რომ ტურნირს ერთპიროვნულად ლიდერობს.

სამწუხაროა, თუმცა, დღევანდელ ორთაბრძოლაში ტოჩინოშინს შანსი არ ჰქონია. იაპონელი სუმოისტი ქართველს თავიდანვე მძლავრად მიაწვა და იორიკირით დოჰიოდან ისე გაიყვანა, რომ ლევანს კონტრშეტევის საშუალება არ მისცემია.

ქართველ სუმოისტს 2 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა, მორიგი შერკინება კი ხვალ ელის. ტოჩინოშინის პირისპირ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი დადგება, რომელსაც ჩვენებური ურთიერთშეხვედრებში 10:7-ს უგებს.

კომენტარები

ბოლო ამბები