Thumbnail

ინტერის ისტორიაში მესამე ინგლისელი! იუნაიტედის კაპიტანი იტალიაში ითამაშებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ეშლი იანგი ლუკაკუს და სანჩესს შეუერთდა
  • იუნაიტედის კაპიტანი ინტერის ისტორიაში მესამე ინგლისელია

ანტონიო კონტეს მილანის ინტერმა €1.5 მილიონ ევროდ მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა მცველი და კაპიტანი, ასევე ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი - ეშლი იანგი დაიმატა.

34 წლის ვეტერანი სამედიცინო შემოწმებას მილანში დღეს გაივლის და კლუბთან 18 თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ეშლი იანგმა იუნაიტედში თითქმის 9 წელი ითამაშა.

იანგი ბოლო 6 თვის მანძილზე მესამე იუნაიტედის ფეხბურთელია, რომელსაც ინტერი იმატებს - რომელუ ლუკაკუ, ალექსის სანჩესი და ეშლი იანგი კონტეს გუნდის წევრები არიან.

📚 ეშლი იანგი ინტერის ისტორიაში მესამე ინგლისელია, აქამდე მილანურ გრანდში - გარი ჰიტჩენს (1961-62) და პოლ ინსს (1995-97) ჰქონდათ ნათამაშები. სხვათაშორის, პოლ ინსიც 1995 წელს ინტერმა იუნაიტედიდან დაიმატა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები