Thumbnail

გაგამარუ ჰაცუ ბაშოდან მოეხსნა – შესაძლოა, ეს, კარიერის დასასრულია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი დოჰიოზე მტკივანი მუხლებით გადიოდა
  • გაგამარუს პროფესიულ სუმოში დებიუტი 2005 წელს ჰქონდა

32 წლის ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ წლის პირველ სუპერტურნირს ნაადრევად გამოეთიშა და არაა გამორიცხული, კარიერის დასრულებაზეც იფიქროს.

ქართველი გოლიათი (199 კგ.) ტოკიოში მიმდინარე ჰაცუ ბაშოს რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში აღმოსავლეთის მე-9 ნომრის წოდებით შეხვდა, თუმცა, მტკივანი მუხლების გამო, დოჰიოზე სათანადოდ გარჯა ძალიან უჭირდა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუს ტრავმა გასული წლის ნოემბერში გაუმიზეზდა და ბაშო ვადაზე ადრე 14-წლიანი კარიერის განმავლობაში პირველად მიატოვა.

ქართველი სუმოისტის რეიტინგში ვარდნა სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია, მორიგი კიუჯო (ტურნირიდა მოხსნა) კი, შესაძლოა, მისთვის სავალალო შედეგით დასრულდეს.

ჯუღელს უკვე გასულ ორთაბრძოლაში შეეტყო, რომ საქმე ძალიან ცუდად იყო. მან ფუჯიაძუმას მცირედი წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია და არსებული ვითარებით გამოწვეული მთელი სიმწარე სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი.

დღეს, გაგამარუ დასავლეთის მე-10 მაეგაშირა გოჩოძანის პირისპირ უნდა დამდგარიყო, თუმცა, იაპონელს გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სუმოისტს დებიუტი 2005 წელს ჰქონდა, მას შემდეგ ჯონოკუჩის (მე-5 დივიზიონი), მაკუშიტას და ჯურიოს დივიზიონების მოგება მოახერხა, მაკუუჩიში კი, საუკეთესო შედეგი 2012 წლის მარტში ჰქონდა, როდესაც კომუსუბის წოდებას (რანგით მე-4 წოდება პროფესიულ სუმოში) უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები