Thumbnail

მერაბ კვირიკაშვილი ამ შედეგით მსოფლიო ათეულშია, ხუთეულში შესვლის პერსპექტივით

  • სამი ქართველი ცენტურიონი.
  • მერაბ კვირიკაშვილი ცენტურიონთა ათეულში.
  • 835 ქულა და ხუთეულში შესვლის პერსპექტივა.

ეროვნული ნაკრების მაისურით 100-მატჩის ჩატარება უდიდესი პატივია. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში ასი და ასზე მეტი მატჩი სამ მორაგბეს აქვს ჩატარებული. ცენტურიონთა რიგებში მერაბ კვირიკაშვილი, დავით კაჭარავა და გიორგი ჩხაიძე ირიცხებიან.

მერაბ კვირიკაშვილს ნაკრებში 108 მატჩი აქვს ჩატარებული, დავით კაჭარავას - 106, ხოლო გიორგი ჩხაიძეს - 100.

მერაბ კვირიკაშვილი, ცენტურიონთა შორის დაგროვილი ქულების მიხედვით, ათეულში შედის. ქართველი მორაგბე მეექვსე ადგილს იკავებს. მერაბს 108-მატჩში 835 ქულა აქვს დაგროვილი.

მერაბზე წინ ცენტურიონებიდან იმყოფებიან

5. ფლორიან ვლაკიუ (რუმინეთი) - 108 მატჩი, 873 ქულა.
4. პერსი მონტგომერი (სამხრეთ აფრიკა) - 102 მატჩი, 893 ქულა.
3. სტეფენ ჯონსი (უელსი) - 110 მატჩი, 970 ქულა.
2. რონან ო’გარა (ირლანდია) - 130 მატჩი, 1083 ქულა.
1. დენ კარტერი (ახალი ზელანდია) - 112 მატჩი, 1598 ქულა.

ხუთეულში შესვლის პერსპექტივა.
ხუთეულში მყოფი ოთხ მორაგბეს კარიერა დასრულებული აქვს. კვირიკაშვილის შეუძლია პერსი მონტგომერს გადაასწროს, ვლაკიუ მოქმედი მორაგბეა და მისი მთავარი მიზანიც მონტგომერისთვის გადასწრებაა.


მერაბს ბორჯღალოსანთა რიგებში 16 ლელო აქვს დადებული.
კვირიკაშვილმა 148 გარდასახვის, 150 ჯარიმისა და 3 არეკნის გატანა მოახერხა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები