Thumbnail

PREVIEW | 38 მატჩი დაუმარცხებლად - დაასრულებს იუნაიტედი ლივერპულის სერიას?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 19 იანვარი | 🕘 20:30 | ⚽ ლივერპული V იუნაიტედი
  • განმეორდება ისტორია ენფილდზე?

კვირას ლივერპული ენფილდზე ლიგაში მთავარ მეტოქეს - მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს და ჩრდილოეთის დერბის მოგებით რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.

ლივერპულს პრემიერლიგაში 38 მატჩია არ წაუგია, კლოპის გუნდს მოურინიოს (2004-05) რეკორდამდე - 40 მატჩი მხოლოდ 2 შეხვედრა აშორებს.

პირველ ადგილს ამ მხრივ არსენ ვენგერის 2003-04 წლების 'დაუმარცხებლები იკავებენ, ლონდონელებმა მაშინ 49 მატჩი ჩაატარეს დაუმარცხებლად.

თუმცა ლონდონური გრანდების მაშინდელი დაუმარცხებელი მატჩების სერია, ერთმა გუნდმა დაასრულა - მანჩესტერ იუნაიტედმა! განმეორდება იგივე ენფილდზე?

ცნობილი 'ბუფეტის ბრძოლა' მაშინ არსენალმა რუდ ვან ნისტელროის და უეინ რუნის გოლებით წააგო, სადაც მატჩის შემდეგ ატეხილი ჩხუბის დროს სესკ ფაბრეგასმა ფერგიუსონს პიცის ნაჭერი ესროლა.

ხოლო ჩელსის სერია ფერგიუსონის ერთგულმა შეგირდმა - დარენ ფლეჩერმა თავური დარტყმით დაასრულა... ერთგული შეგირდები უკვე სულშერსაც ჰყავს, მაგრამ იქნება ეს საკმარის შაბათ საღამოს?

საინტერესო ფაქტები

⚽ ჟოზე მოურინიო იუნაიტედმა შარშან სწორედ ენფილდზე წაგებული (3:1) მატჩის შემდეგ გაათავისუფლა.

⚽ ლივერპულს სახლში ბოლო 51 მატჩია არ წაუგია, აქედან ბოლო 18 ზედიზედ მოგებული აქვს.

⚽ იუნაიტედმა ბოლო 6 გასვლით მატჩში, სადაც გოლი პირველმა გაუშვა - ყველა წააგო!

⚽ მოჰამედ სალაჰს ვისაც ლივერპულის ფორმით შეხვედრია, 25 გუნდიდან 22-ისთვის გოლი აქვს გატანილი, მაგრამ იუნაიტედისთვის არასდროს!

კომენტარები

ბოლო ამბები