Thumbnail

დუელი სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონთან - საქართველო XV-ის შემადგენლობა ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 18 იანვარი | ⌚ 04:00 | 🏉 ხაგუარესი V საქართველო XV | 📺 რაგბი TV
  • ბესიკ ხამაშურიძემ სასტარტო შემადგენლობა დაასახელა

საქართველო XV (დიდი ათის ნაკრები, 29 კაცში მხოლოდ ერთი ლეგიონერია) არგენტინაში იმყოფება და 18 იანვარს თბილისის დროით 04:00-ზე სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ ხაგუარესთან ორმატჩიანი სერიის პირველ თამაშს გამართავს. ეს არგენტინული გუნდისთვის სუპერ რაგბის ახალი სეზონის რეპეტიციაა. ბესიკ ხამაშურიძის გუნდის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია.

საქართველო XV-მა დეკემბერ-იანვარში ამ მატჩებისთვის 2 შეკრება გაიარა, არგენტინაში კი 12 იანვარს ჩაფრინდა. პირველი მატჩი მარ-დელ-პლატაშია (პირველი შემთხვევაა, რომ არგენტინული ფრენჩაიზი ბუენოს აირესში არ თამაშობს). 

საქართველო XV-ის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა. 15 კაციდან 6 ქვეყნის ჩემპიონ ბათუმის წარმომადგენელია. 3-3 მოთამაშეა გორის ჯიქიდან და ქუთაისის აიადან, ორი რუსთავის ხარებიდან და ერთიც მარნეულის არმაზიდან. 

საქართველო XV ხაგუარესთან სერიის მეორე მატჩს ბუენოს აირესში 24 იანვარს, ადგილობრივი დროით 16:45 საათზე გამართავს.

რადგან თამაში მოსამზადებელ ხასიათს ატარებს, მხარეთა შეთანხმებით თითოეული გუნდის განაცხადში 29-29 მორაგბე იქნება, შეცვლების ლიმიტის გარეშე.

ხაგუარესი V საქართველო XV

ხაგუარესი: 15. სანტიაგო გრონდონა, 14. მარკოს კრემერი, 13. ბაუტისტა პედემონტე, 12. როდრიგო ბრუნი, 11. ტომას ლასანა, 10. ლუკას პაულოსი, 9. გვიდო პეტი

1. მატიას ალემანო, 2. ლუსიო სორდონი, 3. სანტიაგო მედრანო, 4. სანტიაგო სოსინო, 5. აგუსტინ კრეევი, 6. ხუან პაბლო ცეისი, 7. მაიკო ვივასი, 8. ნაუელ ტეტას ჩაპარო.

საქართველო XV: 15. ირაკლი სვანიძე (ჯიქი), 14. ანზორ სიჭინავა (ბათუმი), 13. გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი), 12. გიორგი ნათელაშვილი (ხარები), 11. ნიკა გიგაური (არმაზი), 10. რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები)

1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. ანტონ ფეიქრიშვილი (კაპიტანი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 5. სანდრო ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (აია), 7. დაჩი კოპაძე (ჯიქი), 8. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი).

16. გოგა ხუროშვილი (არმაზი), 17. ბექა გვარამია (აკადემია), 18. ნიკა პატარაია (ბუქარესტის დინამო, რუმინეთი), 19. ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), 20. გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები); 21. კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (აია), 23. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია); 24. რევაზ წიკლაური (აია), 25. თორნიკე ზოიძე (აკადემია), 26. არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), 27. გიორგი ჭუაძე (აკადემია), 28. სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), 29. თორნიკე კიკნაძე (ჯიქი).

კომენტარები

ბოლო ამბები