Thumbnail
  • მერაბ შარიქაძის გადამწყვეტი ლელო სამოასთან ტესტში.
  • ბექა წიკლაურის ლელო “ოლ ბლექსთან” მატჩში.
  • გიორგი შკინინის 60-მეტრიანი “სპრინტი” ირლანდიასთან.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ბევრი მნიშვნელოვანი თამაში გაუმართავს, ბორჯღალოსნებს ბევრი ლელოც დაუდიათ. შევარჩიეთ 3 საუკეთესო, რომლებიც თავისი მნიშვნელობით ბევრ სხვა დამიწებულ ლელოს ჯობია.

მერაბ შარიქაძის გადამწყვეტილ ლელო

საქართველო - სამოა 16:15 [ნოემრბრის ტესტი, 2013]

სამოასთან ჯახი თავისი მნიშვნელობით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო. მსოფლიო რეიტინგში სამოა მაშინ მე-8 პოზიციას იკავებდა და მე-17 საფეხურზე მყოფი მილტონ ჰეიგის გუნდის წინააღმდეგ ფავორიტადაც ითვლებოდა.

პირველი ათეულის გუნდი საქართველოში პირველად ჩამოვიდა, მიხეილ მესხზე მოგებულ ისტორიულ შეხვედრაში გადამწყვეტი მერაბ შარიქაძის ლელო გამოდგა. შარიქაძემ ლელო 42-ე წუთზე დადო და ნაკრები წინ გაიყვანა, 13:12.

ბექა წიკლაურის ლელო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ

ახალი ზელანდია - საქართველო 43:10 [მსოფლიო თასი, 2015]

ზელანდიელების წინააღმდეგ და განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ყველა ნაკრებს უჭირს… ზელანდიელებმა ბორჯღალოსნებს ლელო უკვე მატჩის დებიუტშივე  დაუდეს, თუმცა პასუხიც მალე მიიღეს.

მე-5 წუთი: ზელანდიელებს ბურთი წინ უვარდებათ, ბურთთან ქართველები არიან, საბოლოოდ ბექა წიკლაური ბურთს იმორჩილებს და ლელო!

გიორგი შკინინის სპრინტი ირლანდიასთან

ირლანდია - საქართველო 14:10 [მსოფლიო თასი, 2007]

გამოცდილი ირლანდია გამოუცდელი საქართველოს წინააღმდეგ. ბორჯღალოსნები რიგით მე-2 მსოფლიოს თამაშობდნენ. მატჩის 45-ე წუთზე ირლანდიელებმა ბურთის გაშლა მარჯვენა ფლანგისკენ დააპირეს. გიორგი შკინინმა ბურთი ჩაჭრა, დაახლოებით 60 მეტრი ირბინა და ძელებს შორის ულამაზესი ლელო გაიტანა [10-7].

ცოტა გამოცდილება იღბალთან ერთად და ნაკრები ისტორიულ და სენსაციურ გამარჯვებას იზეიმებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები