Thumbnail

12 წლის შემდეგ – სოსო ფრუიძემ საჩხერის ჩიხურა დატოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სოსო ფრუიძე ჩიხურაში 2007 წლიდან მუშაობდა
  • მან საჩხერლებს საქართველოს თასი და სუპერთასი მოაგებინა

საჩხერის ჩიხურას მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ კლუბში გატარებული 12 წლის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

საჩხერელთა პრესსამსახურის ცნობით, ფრუიძე გადაღლილობის გამო ტაიმ-აუტს იღებს და ასპარეზს ახალგაზრდა თაობას უთმობს.

შეგახსენებთ, რომ გამოცდილმა მწვრთნელმა ჩიხურა 2007 წელს ჩაიბარა და 2013 წელს საქართველოს სუპერთასი მოაგებინა, 2017-ში კი – დავით ყიფიანის თასი.

სათქმელია ისიც, რომ საჩხერლებმა ევროთასების საგზური 6-ჯერ მოიპოვეს და ევროასპარეზზე, საერთო ჯამში, 22 მატჩი ჩაატარეს.

გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჩიხურას დღეიდან ვახტან თურმანიძე უხელმძღვანელებს, მისი ასისტენტი კი ვლადიმერ ზაბახიძე იქნება. მათ სამწვრთნელო PRO-ლიცენზიები რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

კომენტარები

ბოლო ამბები