Thumbnail

ბაზაძე ევროპაში მეორეა – სანდრო ოლიმპიურ თამაშებს მიუახლოვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

26 წლის ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ კანადის გრან პრიზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ოლიმპიური თამაშების რეიტინგში პოზიცია გაიმყარა და ტოკიო 2020-ს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ მონრეალში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე სანდრომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, საბოლოოდ კი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

მონრეალის გრან პრიზე სანდრომ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მოუგო

შედეგად, საოლიმპიადე კლასიფიკაციაში, ევროპის ზონიდან ტოკიოში გამსვლელ მოწინავე ორ ადგილს ისევ ფრანგი ბოლად აპიტი (162 ქულა) და სანდრო ბაზაძე (117) ინარჩუნებენ.

ამასთან, ლიდერები საგრძნობი სხვაობით უსწრებენ ევროპული ზონის მესამედგილოსან – რუმინელ ტიბერიუ დოლნიჩეანუს, რომელსაც აქტივში მხოლოდ 41 ქულა აქვს.

ამდენად, ქართველი და ფრანგი მოფარიკავეები კონკურენტებისათვის, ფაქტობრივად, მიუწვდომლები არიან, თუმცა, მაინც უნდა დაველოდოთ ტოკიო 2020-ის მონაწილეთა საბოლოო სიას, რომელიც აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება.

მანამდე, ხმლით მოფარიკავე კაცებს მსოფლიო თასის 3 ეტაპი ელით: 21-22 თებერვალს ვარშავაში (პოლონეთი), 6-7 მარტს პადოვასა (იტალია) და 20-21 მარტს ბუდაპეშტში (უნგრეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები