Thumbnail
  • კაი ჰავერტცზე დიდი მოთხოვნაა
  • გერმანელის სახელს ბევრ ევროპულ გრანდს უკავშირებდნენ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ლივერპული ლევერკუზენის ფეხბურთელის, კაი ჰავერტცის შეძენას სარეკორდო ფასად აპირებს. აქამდე მერსისაიდელების სარეკორდო შენაძენი ვირჯილ ვან დაიკია, რომელიც 2018 წლის იანვარში 75 მილიონი ფუნტის სანაცლოდ დაიმატეს. ინგლისური კლუბი ჰავერტცის შეძენას 107 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ აპირებს.

20 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 17 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. ნახევარმცველის კარგი თამაში გრანდებს არ გამოპარვიათ და გერმანელის სახელი რამდენიმე გუნდს დაუკავშირეს. მათ შორის იყო მანჩესტერ იუნაიტედიც, თუმცა გავრცელებული ინფომაციის თანახმად ლივერპული გერმანელის დამატებასთან ყველაზე ახლოსაა.

ლივერპულელთა მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს კაის დამატებით შემადგენლობის კიდევ უფრო გაძლიერება სურს. მერსისაიდელები ახლოს არიან 30-წლიანი პაუზის შემდეგ, იზეიმონ ინგლისის ჩემპიონობა და გუნდში ახალი ფეხბურთელები შემადგენლობის კიდევ უფრი აძლიერებენ. 

ინგლისურმა კლუბმა იანვარში უკვე დაიმატა ტაკუმი მინამინო. იაპონელი პრემიერლიგაში ზალცბურგიდან გადავიდა და მერსისაიდულ კლუბში სადებიუტო მატჩიც ჩაატარა.

კაი ჰავერტცმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 2 გატანილი გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები