Thumbnail
  • 31 წლის ფეხბურთელი მილანის გარდა სხვა გუნდებსაც სურთ
  • მანჩესტერ იუნაიტედი მატიჩის უფასოდ გაშვებას არ აპირებს 

მილანი მანჩეტსერ იუნაიტედის ფეხბურთელით, ნემანია მატიჩთ ინტერესდება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მის დამატებას შეეცდება. დიდი ალბათობით, ინგლისური კლუბი სერბის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.

ნემანია “წითელი ეშმაკების” რიგებში ძალიან ცოტას თამაშობს. 31 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სულ 6 მატჩი აქვს გამართული და იგი ამ შედეგით თანაგუნდელ პოლ პოგბას ჩამორჩება, რომელიც სეზონის დიდი ნაწილი ტრავმირებულია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ალბათობით, მატიჩი იუნაიტედს მალე დატოვებს.

ნემანიას მილანის გარდა სხვა გუნდებიც აკვირდებიან

ნახევარმცველს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრედება, თუმცა თავად იუნაიტედს მისი უფასოდ გაშვება არ სურს და აპირებს, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი გამოიყენოს, რომლის მიხედვითაც, მატიჩს კონტრაქტი კიდევ 12 თვით გაუხანგრძლივდება და თუ ვინმეს მისი დამატება მოუნდება, გარკვეული თანხის გადახდა მოუწევს.

სერბით იტალიური გუნდის გარდა MLS-ის გუნდი ჩიკაგო ინტერესდება. ასევე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ნემანიას დამატება მადრიდის ატლეტიკოს სურს. 

ნემანია მატიჩმა პრემიერლიგის 8 სეზონი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში შეძლო და მოიგო სამი პრემიერლიგის ტიტული, ერთი ასოციაციის თასი და ერთიც ლიგის თასი.

კომენტარები

ბოლო ამბები