Thumbnail

NBA | ლუკა დონჩიჩის ახალი რეკორდი და სამმაგი დუბლი საკრამენტოსთან

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საკრამენტო კინგსი 123:127 დალას მავერიკსი
  • ლუკა დონჩიჩმა თამაში, ფაქტობრივად, მარტომ მოიგო

ლუკა დონჩიჩისთვის საზღვრები არ არსებობს! დალასის ვარსკვლავმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და მავერიკსს საკრამენტოსთან 127:123 მოაგებინა.

სლოვენიელის აქტივში 25 ქულა, 15 მოხსნა და 17 პასი იყო და პირველ რიგში სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დალასმა ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. 17 ასისტი დონჩიჩისთვის კარიერის ახალი რეკორდია.

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის სამმაგი დუბლი საკრამენტოსთან

20 წლის დონჩიჩმა მარტო მესამე მეოთხედში 11 ქულა ჩააგდო და 6 მოხსნა გააკეთა, რითაც დალასს ამ შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობა მოაპოვებინა. აღსანიშნავია, რომ მავერიკსს ისევ არ ჰყავდა კრისტაპს პორზინგისი - ლატვიელი ცენტრი თავიდან განაცხადში იყო, მაგრამ მერე ამოიღეს. პორზინგისმა უკვე მე-9 თამაში გამოტოვა.

📺 ვიდეო: საკრამენტო 123:127 დალასი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები