Thumbnail
  • ეკატერინე გორგოძე 1:6, 0:6 კაია იუვანი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ხვალ გვეცოდინება

ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ქართველმა ქალმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემაც იასპარეზა. 28 წლის გორგოძე, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 199-ე ადგილზეა, 126-ე ადგილზე მყოფ 19 წლის სლოვენიელ კაია იუვანს შეხვდა და ორ სეტში, 1:6, 0:6 დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა სლოვენიელს ერთადერთი გეიმი მოუგო და ეს მისი პირველი და მატჩის მეორე გეიმი გახლდათ, რომლითაც გორგოძემ თამაშის დასაწყისში ანგარიში გაათარაბრა. პირველ სეტში ქართველმა ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, მეორეში კი - სამჯერ.

მანამდე, წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძეც პირველ რაუნდში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ძირითად ბადეშია, რომლის მეტოქეც ხვალ გვეცოდინება.

კომენტარები

ბოლო ამბები