Thumbnail
  • იტალიის თასზე 7 მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია
  • იუვენტუსმა უდინეზე გაანადგურა, მილანმა სპალი გააგდო
  • პატრიკ კუტრონემ ფიორენტინაში სადებიუტო გოლი გაიტანა

იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე კიდევ 3 მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. ფიორენტინამ 'არტემიო ფრანკიზე' ატალანტას 2:1 სძლია და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ფლორენციელთა რიგებში სადებიუტო გოლი პატრიკ კუტრონემ გაიტანა, რომელიც ფიორენტინაში ვულვზიდან იჯარით გადავიდა.

ფლორენციელებმა მომდევნო ეტაპზე გასვლა ათი კაცით შეძლეს. ხერმან პეცელას გაგდების შემდეგ, გუნდი ათი კაცით დარჩა, თუმცა ლიროლამ გამარჯვების გოლი გაიტანა და მასპინძლებს მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

ფიორენტინა 2:1 ატალანტა

გოლები: 1:0 კუტრონე (11), 1:1 ილიჩიჩი (67), 2:1 პოლ ლიროლა (84)

მილანმა სპალი 3:0 დაამარცხა. დიდი პაუზის შემდეგ, 'როსონერის' რიგებში კშიშტოფ პიონტეკმა გამოიჩინა თავი. პოლონელმა შემტევმა პირველივე ტაიმში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მილანმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგო.

სტეფანო პიოლის გუნდმა მე-2 ტაიმში სპალ-ს მესამე გოლიც გაუტანა. ესპანელმა მცველმა ტეო ერნანდესმა მილანის მაისურით მიმდინარე სეზონში მეხუთედ გამოიჩინა თავი.

მილანი 3:0 სპალ

გოლები: 1:0 პიონტეკი (20), 2:0 კასტილეხო (44), 3:0 ერნანდესი (66)

ტურინის იუვენტუსმა უდინეზე 4:0 გაანადგურა და ასევე მეოთხედფინალშია. ტურინელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს - მასპინძლებმა მე-16 წუთზე ანგარიში ულამაზესი კომბინაციის შემდეგ. დიბალასა და იგუაინის ბრწყინვალე გათამაშება გონსალოს გოლით დასრულდა.

პაულომ მე-2 გოლი პენალტით გაიტანა, ხოლო 58-ე წუთზე ''ლა ჯოიამ'' ულამაზესი დარტყმით დუბლი შეასრულა - 3:0. მატჩს წერტილი დუგლას კოშტამ დაუსვა და იუვენტუსს 4:0 მოაგებინა.

იტალიის თასზე 7 მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია. მე-8 მეოთხედფინალისტი რომასა და პარმას შორის გაირკვევა.

იუვენტუსი 4:0 უდინეზე

გოლები: 1:0 იგუაინი (16), 2:0 დიბალა (პენ-26), 3:0 დიბალა (57), 4:0 დუგლას კოშტა (პენ-61)

კომენტარები

ბოლო ამბები