Thumbnail
  • ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონები არიან
  • შერეულ ინტერნაციონალურ გუნდებში Team Courage-მა გაიმარჯვა

ლოზანაში ზამთრის მე-2 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში მედლების კომპლექტი გათამაშდა და ქართველი მოციგურავეები ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა შერეულ ინტერნაციონალურ გუნდში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ!

შეგახსენებთ, რომ ბუტაევამ და ბერულავამ საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანეს ლოზანაში, როცა წყვილებში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ქართული დელეგაცია ლოზანაში

ახლა ეს დუეტი Team Courage-ის შემადგენლობაში ასპარეზობდა - გუნდს ბიჭებში ესტონელი მოციგურავე წარადგენდა, გოგონებში - რუსი, ცეკვებში - იაპონელები, ხოლო წყვილებში ბუტაევა და ბერულავა. Team Courage 8-გუნდიან ტურნირში გაიმარჯვა საკმაოდ დიდი უპირატესობით უახლოეს კონკურენტებთან.

კომენტარები

ბოლო ამბები