Thumbnail

რეალმა აიაქსთან ტრანსფერი შეათანხმა - 55 მილიონი ევრო დონი ვან დე ბეეკში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • აიაქსის 22 წლის ფეხბურთელი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს
  • ნახევარმცველი ესპანეთში სეზონის დასრულების შემდეგ გადაბარგდება

ამსტერდამის აიაქსის ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს. ამის შესახებ ნიდერლანდურ წყაროზე დაყრდნობით ესპანური მედია წერს.

"სამეფო კლუბს" 22 წლის ფეხბურთელის გადაბირება შარშან ზაფხულიდან მოყოლებული სურს. როგორც ირკვევა, რეალმა ვან დე ბეეკთან პირადი კონტრაქტი ადრევე შეათანხმა, ახლა კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მისი გადაბარგების თაობაზე, ამსტერდამულ კლუბთან ზეპირ შეთანხმებასაც მიაღწია. 

დონი ვან დე ბეეკის ტრანსფერი მადრიდში სეზონის დასრულების შემდეგ განხორიელდება, რეალი კი მის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს გადაიხდის. მანამდე თავად ვან დე ბეეკიც აცხადებდა, რომ 2019/20 წლების სეზონს აუცილებლად აიაქსში ჩაამთავრებდა.

სხვათა შორის, ფეხბურთელის გადაბირება მანჩესტერ იუნაიტედსა და ლონდონის ტოტენჰემსაც სურდათ. 

აიაქსიდან ესპანეთში  ფრენკი დე იონგის შემდეგ დონი ვან დე ბეეკიც წავა

ვან დე ბეეკი აიაქსის აღზრდილია და კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ნიდერლანდების ჩემპიონატის 16 მატჩში ითამაშა და 6 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოირჩა.

დონის ნიდერლანდების ეროვნული გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს, რომლის რიგებში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 1 საგოლე პასი აქვს შესრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები