Thumbnail

22 მილანელი მოდელი და არავითარი ცოლები - სიტის ფეხბურთელების საშობაო წვეულება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ასტონ ვილასთან მოგებული მატჩის შემდეგ, სიტის ფეხბურთელები კარგად გაერთნენ
  • წვეულებაზე დასასწრებად მილანიდან ჩეშირში 22 Instagram-მოდელი გოგონა ჩავიდა
  • მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების ცოლებს ეს ამბავი აშკარად არ მოეწონებოდათ

მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებისთვის წვეულება მოეწყო, რომელსაც საგანგებოდ მიწვეული Instagram-მოდელი გოგონები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინგლისური მედია იუწყება, რომლის ცნობით, ასტონ ვილასთან 12 იანვარს გამართული შეხვედრის შემდეგ, მანჩესტერული კლუბის ფეხბურთელებს სიურპრიზი მოუწყვეს და შობის დღესასწაულის მოგვიანებით, მაგრამ საინტერესოდ აღნიშვნის საშუალება მისცეს.

სპა-ცენტრი Mere Golf ჩეშირში 

როგორც ირკვევა, სიტის ფეხბურთელებისთვის გამართულ წვეულებაზე მილანიდან სპეციალურად 22 გოგონა ჩავიდა. მოდელები ჩეშირში, ექსკლუზიურ საკურორტო სპა-ცენტრში Mere Golf-ში დაბინავდნენ, შემდეგ კი ავტობუსით საღამოზე გაემგზავრნენ, სადაც სხვათა შორის, მანჩესტერელი ფეხბურთელების ცოლები და მეგობარი გოგონები არ იმყოფებოდნენ. 

ფეხბურთელებთან გატარებული საღამოს შემდეგ, მოდელებმა ფოტოსურათები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

მანჩესტერელ ვარსკვლავებს საღამო ამ გოგონებმა გაულამაზეს

იუწყებიან, რომ ღონისძიების ორგანიზების ნებართვა მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გასცა, თუმცა უცნობია, იცოდა თუ არა ესპანელმა სპეციალისტმა წვეულებაზე მოდელი გოგონების დასწრების შესახებ.

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მანჩესტერ სიტიმ სტუმრად ასტონ ვილა ანგარიშით 6:1 დაამარცხა. პეპ გვარდიოლას გუნდს 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ ლივერპულს კი 14 ქულით ჩამორჩება. მომდევნო მატჩს სიტი 18 იანვარს, შინ კრისტალ პალასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები